LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილები შვილად აყვანის გაუქმებას და დაქორწინებას ცდილობენ – გეი წყვილებს აშშ-ში პრობლემები აქვთ

138

ერთსქესიანი წყვილების ქორწინების დაკანონებამ აშშ-ში წყვილების ნაწილს ახალი პრობლემები შეუქმნა.  CNN ერთ-ერთ ასეთ წყვილზე წერს, რომლებიც, იურიდიულად, მამა-შვილი არიან.

სანამ აშშ-ში ლგბტ პირების ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაშვები გახდებოდა, ოჯახის დასაკანონებლად და ამასთან დაკავშირებული სარგებლის მისაღებად (როგორიც არის მემკვიდრეობა და კლინიკაში ვიზიტზე დაწესებული შეღავათები) შვილად აყვანის კანონი გამოიყენეს, ანუ ერთ პარტნიორს მეორე ოფიციალურად აჰყავდა შვილად.

ნინო ესპოსიტომ, ყოფილმა მასწავლებელმა საკუთარი პარტნიორი რონალდ ბოსე 40 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2012 წელს შვილად აიყვანა. ახლა ისინი ცდილობენ გააუქმონ შვილად აყვანა, რათა დაქორწინდნენ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ შვილად აყვანის გაუქმება ლიმიტირებულია, ბევრი თაღლითური შემთხვევის გამო.

„ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ პენსილვანიაში გეი ქორწინება ნებადართული იქნებოდა,“ – ამბობს 78 წლის ესპოსიტო.

„შვილად აყვანა ერთადერთი კანონიერი რამ იყო, რაც ჩვენს თანაცხოვრებას დააკანონებდა,“  –  განაცხადა 69 წლის ბოსე.

ესპოსიტო და ბოსე პენსილვანიაში იცნობენ ისეთ წყვილებსაც, ვინც შეძლეს შვილად აყვანის ანულირება და დაქორწინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g