LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილი ქუჩიდან ნაგვის აღებისთვის 1200 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმეს

117
1_48723689-8886-4eaa-8a97-1c28a4

დიდ ბრიტანეთში დააჯარიმეს წყვილი, რომელიც ქუჩაში ნაგავს ნებაყოფლობით აგროვებდა. მათ 1200 ფუნტი სტერლინგის გადახდა აიძულეს, წერს Stoke-on-TrenT Live.

ვერონიკა მაიკის და ზალტან პინტერის სახლთან ქუჩა სულ ნაგვით იყო სავსე. მათი თქმით, ნარჩენები რომელიც სპეციალურ კონტეინერებში არ იყო მოთავსებული, ნაგვის მანქანას არ გაჰქონდა, რაც უამრავ ვირთხას, უსახლკარო კატას და თოლიებსაც კი იზიდავდა. პინტერმა და მაიკმა ქუჩის დასუფთავება გადაწყვიტეს და ამას რამდენიმე წლის განმავლობაში დამოუკიდებლად აკეთებდნენ. ზოგჯერ წყვილს მეზობლებიც ეხმარებოდნენ.

ერთ-ერთი ასეთი დასუფთავების შემდეგ პინტერმა ნარჩენები ყუთში ჩააწყო და ნაგვის კონტეინერს მიუდგა გვერდით, რათა გაეტანათ. თუმცა, მალევე მადლობის ნაცვლად მაიკმა არასანქცირებული სანაგვის მოწყობისთვის ჯარიმის ფურცელი მიიღო.

წყვილმა ჯარიმის გასაჩივრება სცადა, თუმცა უშედეგოდ. ჯარიმის გადახდა მათ მაინც მოუწიათ. რაც შეეხება ქუჩის დასუფთავებას, მაიკი და ვერონიკა ამ საქმიანობას შეეშვებიან, რადგან დალაგება ძალიან ძვირი უჯდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები