LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილმა, რომელიც 60 წელზე მეტია დაქორწინებულია, კორონავირუსი ერთად დაამარცხა

145
oldpeolekilldcovid

ხანდაზმულმა წყვილმა, რომელიც 60 წელზე მეტია დაქორწინებულია, კორონავირუსის ინფექცია ერთად დაამარაცხა და საავადმყოფოც ერთად დატოვა.

88 წლის ჯილიან ინგლენდი და მისი 91 წლის მეუღლე მაიკლი საშიშ ვირუსს 3 კვირის განმავლობაში ებრძოდნენ. საავდმყოფოში გატარებული დღეების გადატანა მათ ერთმანეთის თანადგომით შეძლეს.

როგორც მათი მომვლელი ექთანი ლაურა ლომასი იხსენებს, მისტერ ინგლენდი ყოველ დილით პროცედურების დაწყებამდე დგებოდა, ვარჯიშობდა და მეუღლესთან შესახვედრად ემზადებოდა.

ამ დროს მისის ინგლენდი მეუღლის მდგომარეობას კითხულობდა, შემდეგ მასთან მიდიოდა და ფინჯან ყავას ისინი ხელიხელჩაკიდებულები მიირთმევდნენ.

წყვილი საუზმეს, სადილს თუ ვახშამს ყოველთვის ერთად მიირთმევდა.

„მინდა უკეთ გავხდე, რათა ჩემს მეუღლეს მოვუარო, მინდა ყოველთვის ჯილიანის გვერდით ვიყო“ – განაცხადა მოხუცმა საავადმყოფოს დატოვების შემდეგ.

„სანამ საავადმყოფოში ვიყავი ერთი წამითაც არ მომიწყენია, რადგან ჯილიანი სულ ჩემს გვერდით იყო, მას ყოველ დღე ვნახულობდი. საავადმყოფოს ერთად დატოვებაც განსაკუთრებით ემოციური გამოვიდა“

როგორც წყვილის ვაჟი რასელი იხსენებს, მოხუცებს ვირუსის გადატანა ძალიან გაუჭირდათ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყო მამა, რომელსაც ექიმები მხოლოდ 48 საათს აძლევდნენ, ეს პრონგოზი საბედნიეროდ არ გამართლდა და ყველაფერი კარგად დასრულდა.

მაიკლი და ჯილიანი მკურნალობას სახლში გააგრძელებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g