LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-ს ახალი ინოვაცია და სმარტფონი გასაოცარი დისფლეით (ვიდეო)

25

Xiaomi-ი, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთ ფლაგმანზე არ გაჩერდა და წელს კიდევ ერთი მოდელი Mi Note 2 წარმოადგინა, რომელიც ნამდვილად არ არის სტანდარტების შესაბამისი. ფაბლეტი გამორჩეულია საკუთრივ დისფლეის გარჩევადობით. მისი Aspect Ratio არც მეტი არც ნაკლები 91.3%-ია.

გარჩევადობა კი 2040 – 1080-ს შეადგენს. დისფლეის სხვა ტექნიკური მახასიათებლებიდან აღსანიშნავია 17:9, 362 ppi პიქსელითა და კონტრასტით 1300:1. დისფლეიზე ფრანგმა დიზაინერმა ფილიპ სტარკმა იმუშავა.

ფაბლეტი აწყობილია Qualcomm Snapdragon 821-ზე. ოპერატიული მეხსიერება 4/6 გბ-ითაა განსაზღვრული, ხოლო შიდა მეხსიერება 128/256 GB-ს შეადგენს. Mi Mix-ის აკუმულატორი 4400 მილიამპერ/საათიანია და გაჯეტი აღჭურვილია Quick Charge 3.0 ტექნოლოგიით. მოწყობილობის ძირითადი კამერა 16 მეგაპიქსელიანია, რომელმაც ორმაგი განათების სისტემა მიიღო. ლინზაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს დიაფრაგმა f/2.0 და 4K ვიდეო გადაღება. წინა კამერა კი 5 მეგაპიქსელითაა წარმოდგენილი.

სმარტფონის ყველაზე მთავარი დეტალი, რომელიც გაჯეტს სხვა მოწყობილობებიდან გამოარჩევს, ესაა მისი წინა მხარე. დისფლეის ირგვლივ ჩარჩო მინიმუმამდეა დაყვანილი და აპარატის ჭერისას იქმნება შეგრძნება, რომ წინიდან დივაისი მთლიანად დისფლეია.

https://youtu.be/bXgoKrGZLAM

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები