Xiaomi-ს ფულით შექმნილი როდსტერის პირველი ფოტოები ვრცელდება. XiaoPaoChe SC-01 წარმოადგენს ორ-ადგილიან სპორტულ ავტომობილს, რომელიც მოძრაობაში 435 ძალის ელექტრონულ აგრეგატს მოჰყავს. სიახლე სტარტაპი XiaoPaoChe-ს პირველი მოდელია. ეს სტარტაპი წარსულში ტუნინგ-ატელიე იყო და უფრო სერიოზული საქმით დაკავება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტექნოლოგიური გიგანტისგან ინვესტიციის სახით ათობით მილიონი იუანი მიიღო.
ამჟამად SC-01 ჩინეთის ყველაზე ცხელ ქალაქში გადის ცდებს და მის შესაძლებლობებს +50 გრადუსის პირობებში ტესტავენ. ამის შემდეგ მოდელს ზამთრის გამოცდის ჩაბარება მოუწევს და სერიულ წარმოებაზე ფიქრიც მხოლოდ შემდეგ შეიძლება.