LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაველაშვილი: ჩემს ბიოგრაფიას გადახედეთ, არაერთი წერილი მაქვს დაწერილი

80
მიხეილ ყაველაშვილი

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი, 8 ივლისს, აშშ-ის ელჩისთვის მიწერილ ღია წერილზე დამატებით განმარტებას აკეთებს.

“იმედია, ჩემს კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხებს მივიღებ” – მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, წერილი თავად დაწერა და თუ ვინმეს მისი წერილები აინტერესებს, მის ბიოგრაფიას თუ გადახედავენ, არაერთ წერილს ნახავენ:

“წერილი მე დავწერე, წერილთან დაკავშირებით, არ მგონია, რომ რაღაც მხატვრულს, განსაკუთრებულს საჭიროებდეს იქ მოყვანილი ფაქტები და იმ წერილის შექმნა.

თუ ჩემი წერილები გაინტერესებთ, ჩემს ბიოგრაფიაში გადახედეთ, არაერთი წერილი მაქვს დაწერილი”, – აცხადებს ყაველაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით 8 ივლისს მიმართა:

“რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენს მიერ მოწონებული „ენჯეოები“, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში „ეფესბეს“ ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია…

ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნებით იმ ადამიანების მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ, რომლებსაც თქვენ აფინანსებთ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამ ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების სრული ბერკეტი გაქვთ. როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, თქვენი მოფიქრებულია. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, აუცილებელია, ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნასაც საჯაროდ და მკაფიოდ გაემიჯნოთ, რომ ქართველმა ხალხმა ამერიკაზე ცუდი არ იფიქროს”, – ვკითხულობთ წერილში.

მოგვიანებით კი კელი დეგნანმა განაცხადა, რომ წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე, ბოლომდე წაკითხვაც ვერ შეძლო და რომ მისთვის ძალიან საწყენი იყო.

ვოლსკი ყაველაშვილზე: საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანია, საკმაოდ უჭრის კალამიც და გონებაც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g