LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაველაშვილი: “ოცნების” შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ, არ დავმალავ, რომ ხვალაც შესაძლოა ზოგიერთმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება”

69
000

“ოცნების” შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ,” – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არაა გამორიცხული “ხალხის ძალას” “ოცნების” სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ.

„ოცნებიდან” წასულებს კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა

“მინდა გულწრფელი ვიყო, “ოცნების” შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ. არ დავმალავ, რომ ხვალაც შესაძლოა ზოგიერთმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. უფრო მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ ჩვენს პოზიციონირებას ყველაზე სწორად და მკაფიოდ იღებს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც „ხალხის ძალას“ შეუერთდა, POSTV-ის 52%-იანი წილი შეიძინა

სუბარი: უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს, „ქართული ოცნების“ ფრაქციას აღარ აქვს უმრავლესობა „ხალხის ძალის“ გარეშე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები