LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგის გამზირზე კორპუსის სადარბაზოს ნაწილი ჩამოიშალა

211
Untitled design

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთი 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს აივანი ჩამოიშალა.

შემთხვევა ყაზბეგის გამზირზე დღეს მოხდა.

როგორც “ფორტუნას” საბურთალოს გამგეობაში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კორპუსის მდგრადობის შესახებ მონაცემები ექსპერტიზას გადაეგზავნება:

“საერთო სარგებლობის აივნის ნაწილია, აივანი არ ჩამოშლილა, პატარა ნაწილი ჩამოიშალა. დაშავებულ არავინ არ არის.

ჩამოშლილია მეექვსე სართულზე.

მიზეზზე ვერ ვისაუბრებთ, მდგრადობის შესახებ მონაცემები ექსპერტიზას გადაეგზავნება.

ჩამოშლილია აივნის პატარა მონაკვეთზე პატარა ნაწილი, ისიც საცხოვრებელი ფართი არ იყო, იყო სადარბაზოს აივნის ძირის ნაწილი”, – განაცხადეს გამგეობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები