LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Yepo და Chuwi უკვე საქართველოშია – ექსკლუზიურად სავაჭრო სახლ „გოლეთიანში“ უმაღლესი ხარისხის ბრენდების ლეპტოპებს შეიძენთ

2500
262756014-290369599671211-7389393979032108585-n

Yepo და Chuwi უკვე საქართველოშია – სავაჭრო სახლი „გოლეთიანი“ მოხმარებელს აღნიშნული ბრენდების უმაღალესი ხარისხისს ტექნიკას ექსკლუზიურად სთავაზობს.

როგორც „გოლეთიანში“ აცხადებენ, Yepo, როგორც ბრენდი 1998 წლიდან არსებობს, თუმცა, ქართულ ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა. „გოლეთიანი არ წყვეტს განვითარებაზე ორიენტირებას და მუდმივად ცდილობს, ქართულ ბაზარზე, ექსკლუზიური ბრენდების წარდგენას, დღესდღეობით, აქ შეხვდებით არამხოლოდ ტელეფონებს, სხვადასხვა აქსესუარებს, ელექტრო მოპედებსა და ლეპტოპებს. ჩვენთან წარმოდგენილი ლეპტოპების ერთ-ერთი მწარმოებელი ბრენდია სწორედ Yepo-ც. დაარსების დღიდან ის აწარმოებდა ციფრული და საკომუნიკაციო პროდუქტების კვლევას, ექსპლუატაციისა და გაყიდვების საკითხებს.

თავდაჯერებულობის, თვითგაუმჯობესების მიზნით yepo-ს გუნდი ერთგულად ასრულებს თავის მიზანს, რის შედეგადაც, გახდა ჩინეთის ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდი ათწლეულის განმავლობაში.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი, yepo-მ დაჟინებით დაისახა მიზნად მომხმარებლის კმაყოფილება, თანამშრომლების მუდმივი დატრენინგება, პარტნიორების გულის მოგება, რამაც საბოლოოდ კომპანიას მოუტანა ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2000 სტანდარტი და СE სტანდარტი.

ამ ბრენდის გაყიდვების ქსელი არის მთელ ჩინეთში და ზოგიერთ საზღვარგარეთის ბაზარზეც, „გოლეთიანის“ მიზანიც სწორედ ესაა, გააცნოს ქართულ საზოგადოებას კონკურენტუნარიანი შესაძლებლობების, უნიკალური დიზაინის მქონე ლეპტოპები –  ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად“, – აცხადებენ სავაჭრო სახლში.

მათივე განმარტებით, რაც ყველაზე მთავარია, ამ საფასო კატეგორიაში საქართველოში მსგავსი მონაცემების მქონე ლეპტოპის შოვნა საკმაოდ რთულია.

ამ ბრენდის ერთ-ერთი ლეპტოპი,Yepo t8 სავაჭრო სახლ „გოლეთიანში“, black Friday-სთან დაკავშირებით, კიდევ უფრო დაბალ ფასად, შეიძლება ითქვას წარმოუდგენლად დაბალ ფასად არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება Chuwi-ის – ეს შედარებით ახალი ბრენდი, აოცებს ევროპის კონტინენტს და ჩრდილოეთ ამერიკას,საქართველოში კი ახლა იწყებს ფეხის მოკიდებას, რაც ასევე სავაჭრო სახლ „გოლეთიანის“ დამსახურებაა.

კომპანია Chuwi 2004 წელს დაარსდა, თავიდან ის აწარმოებდა mp3 და mp4 პროდუქციას, ბრენდი დაარსების დღიდან ყოველდღიურად ვითარდება და მიიწევს წინ, მის ბიოგრაფიაში ბევრია დიდ კომპანიებთან თანამშრომლობის მაგალითები, თუმცა, აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ 2013 წელს Chuwi იწყებს თანამშრომლობას Microsoft და Intel-თან.

როგორც თვითონ ბრენდში ამბობენ, ისინი ცდილობენ, თანამედროვე სამყაროს შეუქმნან ყველა პირობა რათა ადამიანებმა მარტივად მიაღწიონ დასახულ მიზნებსა და წარმატებას, დღესდღეობით, Chuwi ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი შესაძლებლობების მქონე ლეპტოპების მწარმოებელია, თან რაც ყველაზე მთავარია, კომპანია ცდილობს, შეინარჩუნოს ბიუჯეტური ფასები, რათა ხელმისაწვდომი იყოს ყველა სეგმენტისთვის.

„ამ ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს, დახვეწილი დიზაინი, თხელი, კომპაქტური ლეპტოპები, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს იმუშაო ნებისმიერი ლოკაციიდან და თუ აქამდე ლეპტოპის ტარება დისკომფორტთან ასოცირდებოდა, მისი წონის ან სიდიდის გამო, აქ ეს პრობლემა გადაჭრილია, რადგან ამ ლეპტოპების საშუალო წონა 1.5კგ-ია. ამ ბრენდის ერთ-ერთი ლეპტოპი, Chuwi Herobook Pro +  სავაჭრო სახლ „გოლეთიანში“, black Friday-სთან დაკავშირებით, წარმოუდგენლად დაბალ ფასად არის წარმოდგენილი“, – აცხადებენ სავაჭრო სახლ „გოლეთიანში“. მათივე ინფორმაციით, black Friday-ს აქცია მიმდინარე კვირის ბოლომდე, პარასკევის ჩათვლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, სავაჭრო სახლი „გოლეთიანი“, ბევრი ჩვენგანის ცნობიერებაში, Nokia-სთან ასოცირდება, რადგან სწორედ მათ დაიწყეს 1998 წელს ოფიციალური ჰოლოგრამით Nokia-ს შემოტანა საქართველოში და ლოგიკურია, მათვე გააცნეს ქართულ საზოგადოებას ეს მსოფლიო ბრენდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g