LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყინულის სასტუმრო შვედეთში, სადაც დასვენებას ზაფხულშიც შეძლებთ (ფოტო)

93

ყინულის სასტუმროები ძალიან პოპულარულია სკანდინავიის ქვეყნებში. ყინულის დედოფლის შესახებ შექმნილი ზღაპრების მოყვარულები დიდი სიამოვნებით ატარებენ დროს ასეთი ტიპის სასტუმროებში, სადაც სრული კომფორტია შექმნილი დამსვენებლებისთვის. გაუსაძლის ყინვას აქ ბეწვის სამოსით ებრძვიან. გაზაფხულში კი სასტუმრო დნობას იწყებს და მხოლოდ მომდევნო სეზონზე იხსნება.

ცნობილმა შვედურმა კომპანიამ ICEHOTEL, რომელიც ყინულის სატუმროების პროექტირებითაა ცნობილი, ამჯერად ახალი სასტუმრო შექმნა. სპეციალური თერმორეგულაციის სისტემის დახმარებით სასტუმრო არც გაზაფხულზე ლღვება და ის სტუმრებს ზაფხულშიც მასპინძლობს. სასტუმრო სახელწოდებით Icehotel 365 სოფელ Jukkasjarvi-ში მდებარეობს. სასტუმროს სტრუქტურა აქ ჯერ კიდევ 1989 წელს აიგო, თუმცა დღეს ეს უკვე არა ერთი გაყინული ოთახი, არამედ კომფორტული სასტუმროა, რომელსაც აქვს საკუთარი სამლოცველო, კოქტეილ-ბარი და საუნა. ტემპერატურა სასტუმროში -5 დან -8 გრადუსამდე მერყეობს. მართალია საწოლები აქ ყინულისგან არაა დამზადებული, თუმცა სტუმრებს მაინც ურიგებენ ბეწვეულს და თერმულ საძილე კარავს. ყოველ ოთახს აქვს ინდივიდუალური დიზაინი, სადაც ყინულისგან შექმნილ უნიკალურ ფიგურებს დაათვალიერებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები