LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა“ – პროკურატურამ ლუკა კურტანიძეს ბრალდება წარუდგინა, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

221
ლუკა კურტანიძე

საქართველოს პროკურატურამ „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს, ლუკა კურტანიძეს ბრალდება წარუდგინა.

„ეს არ არის არც პირველი და არც მეათე შემთხვევა… ხელი, მუხლები მაქვს დაზიანებული… ეს ადამიანი იმუქრება, რომ მე ვარ სახელმწიფო…“ – რას ამბობს დაკავებული ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი, ხათუნა მიქაცაძე, რომელიც ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკა კურტანიძეს ბრალი წარედგინა ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანების და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე.

უწყების ინფორმაციით, ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს: „ბრალდებულმა (ლუკა კურტანიძემ) დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება, კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან ორჯერ მივიდა, მათ შორის 25 ივლისს, ქობულეთში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მას შემდეგ რაც დამარტყა და დავეცი, წიხლის დარტყმა სცადა, იმიტომ რომ მას ასე სჩვევია. სანამ სისხლს არ დაინახავს, ვერ მშვიდდება“ – ხათუნა მიქაცაძე

🔵 საქართველოს პროკურატურამ ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on სამშაბათი, 29 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g