ყოფილი ცოლისა და სიმამრის ცემის ფაქტზე დაკავებულმა გრიგოლ რობაქიძემ ქუთაისის ციხეში თვითმკვლელობა სცადა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი გადარჩენა სხვა პატიმრებმა შეძლეს.
რობაქიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაწყებულია გამოძიება.
პოლიციამ ის 3 იანვარს ყოფილი ცოლის განცხადების საფუძველზე დააკავა. პირველი ინსტანციის სასამართლომ რობაქიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა გასაჩივრების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა.