LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ნანობს რომ ჩამოვიდა

284
grigolvashadze

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნანობს საქართველოში ჩამოსვლას. ეს განცხადება მან „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

შეკითხვაზე, როცა ბოლოს სააკაშვილს ელაპარაკა, რა შეატყო, ნანობს, რომ საქართველოში ჩამოვიდა? გრიგოლ ვაშაძემ ასე უპასუხა:

„რა მითხრა ამაზე ვერ დაგელაპარაკები, იმიტომ რომ მიშას ნებართვა არ მაქვს, მაგრამ შენ შეკითხვაზე გპასუხობ დიახ“.

გრიგოლ ვაშაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადებებზეც ისაუბრა და მათ ამაზრზენი უწოდა.

„ადამიანი არის ჯანმრთელობის უკიდურეს ზღვარამდე მიყვანილი. ამის შემდეგ ევროპელობაზე აქვს ვინმეს პრეტენზია? ეს იდიოტური არგუმენტი მეტი აღარ გაიმეორონ ამ ხალხმა – სხვა პატიმრებს რა ვუყოთო.
არაფერი ისეთ ამაზრზენი არ არის, როგორც „ქართული ოცნების“ უამრავი ლიდერშიპის განცხადებები მიშას ჯანმრთელობაზე. ერთი წუთით თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, გერმანიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ვინმე პოლიტიკურ ოპონენტზე საუბრობდეს ამ ტონით, ამ ტერმინებით და ასეთი დაცინვით, როგორც ესენი ლაპარაკობენ, მოქალაქე გააგდებს კინწისკვრით თავისი კაბინეტიდან.

საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და სიმპატიებისა, უნდა ის ბალაგანი დასრულდეს, რომელსაც შეცდომით და დაცინვით შიდა პოლიტიკა ვუწოდოთ. ამის ერთ-ერთი წინაღობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამ მდგომარეობით ციხეში ყოფნა “, – აცხადებს ვაშაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები