შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც ამჟამად ავსტრიაში საქართველოს ელჩი გახლავთ, სარვამარტოდ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც როიალზე თავად უკრავს და ასრულებს ცნობილ მელოდიას კინოფილმიდან “ფესვები”.
„ემიგრანტ ქალებს განსაკუთრებით ვულოცავ დღევანდელი დღეს, აქ, ავსტრიაში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში!
სწორედ მათ ვუძღვნი ქართული კინოფილმიდან “ფესვები” ასე, შინაურულად და ექსპრომტად შესრულებულ ალექსანდრე რაქვიაშვილის არაჩვეულებრივ მელოდიას, (ჩემი თვითიზოლაციის, იმედია, ბოლო დღეს) ?
ვიცი, უმეტესად გარდაუვალი აუცილებლობის გამო მოუხდათ წასვლა სამშობლოსგან, ბევრს ოჯახებისგან, შვილებისგან შორს და სწორედ შვილების უზრუნველსაყოფად. ვიცი, რომ ძალიან ენატრებათ! …
ძვირფასო ქალებო, თქვენ ხართ ძლიერები და საამაყოები! ❤️ იმსახურებთ სიყვარულს და პატივისცემას!
და კიდევ, დღეს ყველა ქალს, ყველა გოგონას მინდა გთხოვოთ, ძალიან გთხოვოთ და მოგიწოდოთ, თუ ასე სჯობს, არასდროს აიტანოთ ძალადობა, ფიზიკური თუ ფსიქო-ემოციური. ეს დიდი ტრავმაა და არ ქრება უკვალოდ. არ არსებობს ოჯახი იქ, სადაც ძალადობაა. დაიცავით თქვენი ღირსება და არ დათმოთ თქვენი ჯანმრთელობა, თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის! ❤ ქალთა დღეს გილოცავთ!“