LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილმა მეხანძრემ სტრესის გამო რამდენიმე სახლი და საწყობი დაწვა

105
wildfire

იაპონიაში დააკავეს სახანძრო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც 10-მდე ხანძრის გაჩენა აღიარა. ამის შესახებ Japan Today წერს.

42 წლის აკირუ სუძუკი ორი დაცარიელებული სახლის და საწყობის დაწვის, ასევე ტყის ხანძრის მოწყობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის აგვისტომდე პერიოდშია ჩადენილი.

დაკითხვის დროს სუძუკიმ აღიარა, რომ ყველა ხანძარი მისი მოწყობილი იყო და ყველაფერი „სტრესთან ბრძოლის გამო“ გააკეთა. ყოფილი მეხანძრის მიერ გადამწვარი ტერიტორიის საერთო ფართობი 4,7 ათასი კვადრატული მეტრია.

როგორც ცნობილია, იაპონელი სახანძროში 2010 წლიდან მუშაობდა და თუ რა სასჯელი ელის მას, ამ ეტაპზე უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები