ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი მორიგ სასიხარულო ამბავს გვიზიარებს.
“ორ დღეში მომხდარი ბედნიერება.. შვიდი შვილის დედას, ბავშვებს და მთელს ოჯახს ნაღდი ბრჭყვიალა დღე გაუთენდათ. გამოუსწორდათ და სიხარულით აევსოთ ცხოვრება, უკვე აქვთ უკლებლად ყველაფერი, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის სჭირდებათ. ყველა საჭირო ახალი ტექნიკა და ახალი ავეჯი სახლისთვის. საწოლები, მაგიდა-სკამები, სამზარეულო, კარადები, ტელევიზორი, სარეცხის მანქანა, ტელეფონი, წვრილი ყველანაირი ტექნიკა, საჭმელი, წამლები.
აღარ ექნებათ არანაირი ვალები და ცხოვრების თითქმის ახლიდან დასაწყებად ექნებათ 10.000 ლარი. სულ ისარგებლებენ ჩვენი მხარდაჭერით. საჭმელს და ტანსაცმელს არასოდეს მოვაკლებთ.
კარგი ადამიანები გაიზრდებიან, სიკეთის ფასს ისწავლიან და თვითონ დაეხმარებიან სხვებს.
ყველას უამრავი მადლობა ბავშვების სახელით.
მიყვარხართ”, – წერს აკა სინჯიკაშვილი.
ამ ამბავს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ სოციალურ ქსელში აკას ქველმოქმედის მიმდევრები.
“ყოველ ასეთ პოსტზე ვტირი”, “სიხარულის ცრემლი მომდის”, – უწერენ კომენტარებში.
