შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულ სალომე ხეთაგურს მეგობარი სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.
„მიყვარს ჩვენი ერთად გატარებული ყოველი დღე…მიყვარს ჩვენი ბავშვობის მეგობრობა, დაქალობა და საერთოდ ყოველი დღე….მიჭირს ამ ემოციის გამოხატვა რასაც ახლა ვგრძნობ…ყოველ წელს გაბრწყინებული თვალებით გველოდებოდი რაჭაში შენს დაბადების დღეზე როდის შემოვაღებდით კარს…
და როცა დავაპირეთ რომ ამ დღეს ყველა ერთად ბედნიერად შევხვედროდით და ჩამოვსულიყავით ეს საშინელება მოხდა და დაგვტოვე…ჩემი ნაწილი ხარ, მიჭირს შენს გარეშე, რთულია როცა ვერანაირი სიტყვა ვერ გაძლევს იმედს, რთულია დამშვიდება და ფიქრი იმაზე რომ სადაც ხარ კარგად ხარ. მიყვარხარ გილოცავ დაბადების დღეს”, – წერს სალომეს მეგობარი.
შეგახსენებთ, ონის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია, ხოლო ორი ადამიანის დნმ-ის კვლევა მიმდინარეობს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.
„მე სასწაულების მჯეროდა.. შევხვდებით იმიერში“- შოვში, სტიქიის ზონაში სალომე ხეთაგურის ცხედარი იპოვეს
კადრები სოფელ ლაგვანთიდან: შოვში დაღუპულებს უკანასკნელ გზაზე აცილებენ