LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველდღე ისე იცხოვრე, თითქოს უკანასკნელი დღეს ცხოვრობ, თითქოს ცხოვრება ღვთის მოულოდნელი საჩუქარია – მარკუს ავრელიუსის ცნობილი გამონათქვამები

16808
FORTUNA. GE

რომის იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა, რომელსაც თანამედროვეები „მეფე-ფილოსოფოსის“ სახელითაც ხშირად მოიხსენიებდნენ, მოაზროვნისა და დასავლური ცივილიზაციის განმანათლებელი მონარქის სახელი დაიმკვიდრა მსოფლიო ისტორიაში.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ მარკუს ავრელიუსის ცნობილ ფრაზებს:

ყოველდღე ისე იცხოვრე, თითქოს უკანასკნელი დღეს ცხოვრობ, თითქოს ცხოვრება ღვთის მოულოდნელი საჩუქარია.

სიკვდილზე მეტად იმ ცხოვრების უნდა გეშინოდეს, რომლის დაწყებას ვერასდროს ბედავ.

ზამთრის ცივ ღამეს ადამიანური სითბოს ნაკლებობა უფრო დამთრგუნველია, ვიდრე სუსხიანი მთვარე.

ყველაზე ამაზრზენი თანაგრძნობა – საკუთარი თავის სიბრალულია.

სიმართლის თქმა – არა იმდენად ძლიერი ნებისყოფა, რამდენადაც ჩვეულებაა.

უცნაურია, ადამიანს ყოველთვის სხვისი ბოროტება აოცებს, საკუთარს კი, ნორმად მიიჩნევს.

ადამიანი ბუნებით უნდა იყოს სამართლიანი, პატიოსანი და არა იძულებით.

ნებისმიერი საქმე ისე აკეთე როგორც ცხოვრების უკანასკნელი მისია.

ადამიანის მთავარი პრობლემა ისაა, რომ რისკზე უარის თქმით, მთელ ცხოვრებას რისკავს.

რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს საკუთარი თავი, მით უფრო მეტადაა დამოკიდებული საზოგადოების აზრზე.

ბედნიერება – არა უმრავლესობის მხარეს ყოფნა, არამედ საკუთარ თავთან შერიგებაა.

ყველაფერი, რაც გესმის – სხვისი აზრია და არა ფაქტი, ყველაფერი, რასაც ხედავ – პერსპექტივაა და არა სიმართლე.

კარგი, კეთილგანწყობილი და გულწრფელი ადამიანის ამოცნობა თვალებითაც შეიძლება.

გიყვარდეს ის, ვინც მუდმივად ცდება და გულს გტკენს – განსაკუთრებული ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს.

შურისძიების საუკეთესო მეთოდი – არასდროს დაემსგავსო მას, ვისზეც შური გინდა იძიო.

ყველაფერი ნამდვილი და ჭეშმარიტი – წამია მარადისობაში.

დაახლოებით მაინც რომ იცოდე, რას ფიქრობენ სინამდვილეში ადამიანები შენზე, არასდროს ეცდებოდი მათი ქების და მოწონების დამსახურებას.

ცხოვრება ზუსტად ისაა, რასაც თვითონ მოიგონებ და წარმოიდგენ, რადგან სწორედ შენი ფიქრები განსაზღვრავს შენს ცხოვრებას.

ყოველთვის გონებით უნდა დასძლიო ის, რასაც ფიზიკური ძალით ვერ ერევი.

ადამიანი ვერასდროს იქნება ბედნიერი, სანამ თვითონ არ ჩათვლის საკუთარ თავს ბედნიერად.

სიკვდილი ყველას ერთნაირად უღიმის და ადამიანსაც მხოლოდ ღიმილით შეუძლია უპასუხოს.

ადამიანს ზუსტად ის ფასი აქვს, რაც მისი სურვილები ღირს.

mazda magti 5g