LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება სპექტაკლი, სახელწოდებით „დუბლიონკა ზაფხულში“ – ირაკლი კობახიძე

60

„ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება სპექტაკლი, სახელწოდებით „დუბლიონკა ზაფხულში“ და სჯობს, დროზე დასრულდეს, რათა განვაგრძოთ მუშაობა მომავლის შექმნისთვის და უკეთესი საქართველოსთვის,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღევანდელი პლენარული სხდომა საარჩევნო კამპანიისთვის პლატფორმად იქცა, სადაც ნამდვილი საარჩევნო დებატები წარიმართებოდა.

„სამწუხაროდ, ამ შავ პიარს და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს აქაც ვერ ავცდით. ჩემი თხოვნა და მოწოდება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ არის ის, რომ ჩვენ უნდა წარვმართოთ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია. არა ისეთი კამპანია, როგორსაც ვხედავთ დღეს, არამედ, ევროპული ტიპის კამპანია, რომელიც აგებულია მომავალზე, მომავლის ხედვის წარმოჩენაზე და არა შავ პიარზე. ასევე, არ უხდება ამ კამპანიას ისეთი სპექტაკლები, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ დღეს ოპოზიციის მოთხოვნას უპასუხა „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე – პარლამენტში სასაუბროდ დაიბარონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი.

„ჯერ ზაზა ოქუაშვილმა დაამტკიცოს, რატომ დადის ზაფხულში „დუბლიონკით“ და მერე ვილაპარაკოთ, არის თუ არა საჭირო გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის დაბარება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g