LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყოველდღიურად, 60 წელს ზემოთ 2500 ადამიანი იცრება” – გაგრძელდება თუ არა წამახალისებელი ლატარია

102
BeFunky-collage

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ყოველდღიურად, 60 წელს ზემოთ 2 500 ადამიანი იცრება. მისივე ინფორმაციით, 9 ნოემბრიდან-დღემდე, ჯამში, 60 წელს ზემოთ 103 ათასი მოქალაქეა აცრილი.

„60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის წახალისების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, მომართვიანობამ იმატა. მომატებულია, ზოგადად, ამ წლოვანების ადამიანების მეორადი მიმართვაც.

ჯერჯერობით, ეს მონაცემი დაზუსტებული არ არის, თუმცა, ყოველდღიურ აცრებში უკვე ჭარბობს მეორადი მიმართვა, რომელიც სწორედ ძირითადად ამ ასაკზე მოდის. ზოგადად, 9 ნოემბრიდან – დღემდე ამ ასაკის 103 ათასი ადამიანია აცრილი.

ყოველდღიური აცრის მაჩვენებელი არის დაახლოებით 2500-ის ფარგლებში, ეს 5-6 ჯერ მეტია, ვიდრე ოქტომბერში იყო, მეტია ასევე, ვიდრე სექტემბერი იყო და ჩამორჩება აგვისტოს, როცა გვქონდა მაღალი აცრების მაჩვენებელი,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან”.

რაც შეეხება იმას, გაგრძელდება თუ არა ლატარია, გამყრელიძე ამბობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო წყვეტს. მისივე თქმით, ჯერ უნდა შეჯამდეს შედეგები და შემდეგ გადაწყდეს მისი გაგრძელება – არ გაგრძელების საკითხი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები