LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმრის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს – „ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული გზიდან გადავიდა და მათ შეეჯახა“

155
პროკურატურა

22 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირის გარდაცვალების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ყვარელში საკუთარი სახლის ჭიშკართან მსხდომ ცოლ-ქმარს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა – ორივე ადგილზე გარდაიცვალა

პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული გადავიდა საავტომობილო გზიდან და შეეჯახა ორ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.

ცნობილია ცოლ-ქმრის ვინაობა, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საკუთარი სახლის ჭიშკართან დაიღუპნენ – „სულ ერთად იყვნენ და ერთად წავიდნენ“

„სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

🔵 საქართველოს პროკურატურამ, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2025

ცნობისათვის, სოფელ საბუეში ავტოსაგზაო შემთხვევა 22 აპრილს, საღამოს მოხდა. საკუთარი სახლის ჭიშკართან მსხდომ ცოლ-ქმარს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g