LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარელში ულამაზესი „ღვინის სოფელი“ შენდება – ნახეთ პროექტის ფოტოები +ვიდეო

1487
1

ყვარელში, მევენახეობის სპეციფიკურ ზონაში „ქინძმარაული“, „ღვინის სოფელი“ შენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ჯამში 3.5 მილიონი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ პროექტს კომპანია 7S ახორციელებს. „ღვინის სოფელი“ 5 ჰექტარზე გაშენდება და 50 სახლს გააერთიანებს. თითოეულ სახლს ექნება 400-500 კვ.მ. ფართობის საკუთარი ვენახი.

 

როგორც „ღვინის სოფლის“ იდეის განმახორციელებელ კომპანია  7S-ში განმარტავენ, პროექტის მთავარი კონცეფციაა, შეიქმნას თანამედროვე არქიტექტურისა და ტრადიციული, ეთნო კომპონენტების ნაზავი. სწორედ ამ ორ რამეს აერთიანებს „ღვინის სოფელი“.

ცნობისთვის, პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობა, დაახლოებით, წელიწად-ნახევარში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g