LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვავილებიანი თვითმფრინავი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

26

საემიროების ყვავილებიანი თვითმფრინავი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი დუბაის საოცრებათა პარკში მდებარეობს და მისი ნახვა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

საინტერესოა, რომ ნამდვილი ლაინერის ზომის მოდელის აგებისას 5 მილიონი მცენარე, 300 ტონა რკინა და 50 ტონა ბეტონი გამოიყენეს. სპეციალისტებს 9 ათასი ყვავილი მხოლოდ „Emirates“ დასაწერად დასჭირდათ. კომპოზიციას მოდელ A380-ის ფორმა აქვს და მას 200-მდე ადამიანი 180 დღის განმავლობაში აწყობდა. აღსანიშნავია, რომ ცოცხალი თვითმფრინავის სიმაღლე 24 მეტრია და მისი წონა 100 ტონას აღწევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები