LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დანარჩენი, ვინც არის დაზარალებული, პრაქტიკულად, მელიას დაზარალებულები არიან: ირაკლი კობახიძე

90
ირაკლი-კობახიძე-2

“ყველაფერი დაიწყო მელიას მოწოდებით შტურმთან დაკავშირებით და ყველა დანარჩენი ვინც არის დაზარალებული, პრაქტიკულად მელიას დაზარალებულები არიან,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და დასძინა, რომ  დაზარალებულის თანხმობის ჩადება ამნისტიაში, შეიძლება სასპეკულაციო გახდეს.

„წარმოიდგინეთ, ამით ახალი სპეკულაციისთვის უნდა გავხსნათ საფუძველი, როცა მოვითხოვთ დაზარალებულის თანხმობას. მგონი, არ არის მიზანშეწონილი ამის გაკეთება, შესაბამისად, სჯობს, ალბათ ეს არ ჩაიწეროს. თუმცა, დამატებით ვიმსჯელებთ ყველასთან, თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ან ასე სჯობს, ან ისე”. –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კონვენციის მუხლებთან შესაბამისობას, კობახიძის განმარტებით, არის გარკვეული მუხლები, რომელსაც არ შეიძლება ამნისტია შეეხოს. მისი თქმით, ამნისტიის შესახებ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომელიც აცხადებს ერთადერთ რამეს – რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველას.

“თუმცა, გამომდინარე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან, ვფიქრობთ, უნდა დაკონკრეტდეს ერთი რამ, არის გარკვეული მუხლები, რომელსაც არ შეიძლება შეეხოს ამნისტია.

რაც არის კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული, ეს არის მათ შორის, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ასევე, ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, შესაბამისი ჩანაწერი ამნისტიის შესახებ კანონში უნდა გაკეთდეს.

რაც შეეხება დანარჩენ მუხლებს, დეტალებს გაგაცნობთ თუ როგორ იქნება გაწერილი, ის მოიცავს ყველაფერს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მოიცავს იმ მუხლებს, რომლებიც კონვენციას ეწინააღმდეგება”. – “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

როდესაც მელია ამბობს, რომ მზად არის გირაო აღიაროს, გამოვიდეს და ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია და ეს არის უკან დახევა: ირაკლი კობახიძე

 

magti 5g