ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი საპატიმროს ივლისში დატოვებს. ერთი წელი და ერთი თვე – ასეთია სასჯელის ვადა, რომელიც 4 მარტს გამოცხადებული განაჩენით განისაზღვრა.
სუბელიანი გახმაურებული მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამაა. მოკლული სარალაძის მამა, ოპოზიცია და უფლებადამცველები გამოძიებაზე ზემოქმედების კონტექსტში მის გვარს ხშირად ახსენებდნენ და სუბელიანის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდნენ.
ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ რატომ ჩაერთო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გაყალბებაში მირზა სუბელიანი.
“დღეს უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ რატომ ჩაერთო მირზა სუბელიანი ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გაყალბებაში.
ა.ს. (მირზას შვილი) წერს თავის დეიდაშვილს მიხეილ კალანდიას და ეუბნება სასტავია დასალეწი, მ.კ. თავის მხრივ უძახის თავის საძმოს, რომ საჩხუბარია.
წინასწარ ორგანიზებულად შეიკრიბა სასტავი საქმის გასარჩევად, რასაც მოყვა ორი არასრულწლოვნის სასტიკ გარემოებაში მკვლელობა.
ყველა მამა იბრძვის შვილის გადასარჩენად, მაგრამ არა სხვისი სისხლის ფასად!!!!!” – წერს სარალიძე.
