LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ 13-14 საათს შორის.. ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები“ – რას პასუხობს სააკაშვილი ზურაბ ჩხაიძეს 

148
მიხეილ სააკაშვილი ზურა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკა „ვივა მედის“კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას პასუხობს, რომელმაც სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდი დღეს არ დაადასტურა.

ჩხაიძე სააკაშვილზე: გონება არ დაუკარგავს – მის „ლუქს“ პალატაში არც რკინის მაგიდა დგას და არც გარეგანი დათვალიერებით აღენიშნება დაზიანება

როგორც სააკაშვილი ფეისბუკზე წერს, მისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ წონასწორობის დაჭერა სულ უფრო უჭირს.

„ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას.

ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი – ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. სამწუხაროდ, წონასწორობის დაჭერა სულ უფრო მიჭირს.

ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ 13-14 საათს შორის, სადაც ყველაფერია დაფიქსირებული.

გარდა ამისა, კუნთების ატროფიისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაქვს აუტანელი ტკივილები, რის გამოც გუშინ კლინიკა იძულებული გახდა სასწრაფოდ გამოეძახებინა ტკივილის ცენტრის სპეციალისტი.“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ხაჭაპურიძე: სააკაშვილი სიმართლეს ამბობს, ზურაბ ჩხაიძის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება – რკინის მაგიდა რკინის მილებისგანაა დამზადებული და პირველი დღიდან არსებობს, რაც სააკაშვილი კლინიკაში შეიყვანეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g