LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ოქრო ჩვენია: ლაშა ტალახაძე მსოფლიო რეკორდსმენია (ვიდეო)

44

ლაშა ტალახაძე სასწაულებს განაგრძობს. ქართველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა. ხორვატიის ქალაქ სპლიტში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე ლაშამ ყველა შესაძლო მედალი მოიგო და სამი ოქროთი დამშვენებული ბრუნდება შინ.

ტურნირის ბოლო დღეს მძიმე წონაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე ასპარეზობდნენ.

ატაცში ორივე ქართველმა ძალოსანმა სამივე ცდა გამოიყენა. ირაკლი თურმანიძემ შეჯიბრი 201 კილოთი მესამე ადგილზე დაასრულა. ლაშა ტალახაძემ კი 217 კილოგრამი დასძლია, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ატაცში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში ირაკლი თურმანიძემ შეჯიბრი ვეღარ განაგრძო, ლაშა ტალახაძემ კი სამივე ცდა გამოიყენა, ბოლო ცდაზე 250 კილოგრამი დასძლია, მთლიანობაში 467 კგ და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა!
ევროპის ჩემპიონატზე, სპლიტში 217 კილოგრამი მესამე მისვლაზე და ლაშამ 1 კილოგრამით გააუჯობესა ირანელი დეჰდად სალიმის რეკორდი, რომელიც მან რიოში დაამყარა!
ლაშა ტალახაძე ატაცში – 203, 210, 217!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები