დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ყველა მოქალაქე, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზიდან 10-12 კვირის პერიოდში, შეფერხების გარეშე შეძლებს აცრის გაკეთებას“.
მისივე განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით დროებითი შეფერხებაა, რის გამოც მოქალაქეების აცრა დროებით ვერ ხერხდება.
„კოვაქსის პლატფორმიდან შესყიდული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო ვერ ხორციელდება აღნიშნული ვაქცინის პირველ დოზაზე და რევაქცინაციის დოზის პირველი აცრიდან 10 კვირამდე პერიოდში, მეორე დოზაზე რეგისტრირებული მოქალაქეების აცრა, მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, უახლოეს პერიოდში მიეცემა აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით განცხადება გაკეთდება. ამასთან, ყველა ის მოქალაქე, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზიდან 10-12 კვირის პერიოდში, შეფერხების გარეშე შეძლებს აცრა მის მიერ შერჩეულ თარიღში ჩაიტაროს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.