LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი გამოვიდა – გვანცას პატარა სახლი აქვს, აღარ მოუწევს ზამთარში გარეთ დაძინება, როცა დაინახავთ, მიულოცეთ და ნახავთ, რანაირად უხარია“ – აკა სინჯიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

145
აკა სინჯიკაშვილი

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მოქალაქეებს სასიხარულო ამბავს უზიარებს.

აკა სინჯიკაშვილი წერს, რომ საზოგადოების ჩართულობითა და დახმარებით, ქუჩაში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს საცხოვრებელი კონტეინერი მოუწყვეს და მას უკვე საკუთარი პატარა სახლი აქვს.

„ყველაფერი გამოვიდა.

გვანცას დავუდგით ახალი საცხოვრებელი კონტეინერი და თავისი პატარა სახლი აქვს. აღარ მოუწევს ზამთარში გარეთ დაძინება და ჩვენც სულ მივეხმარებით.

როცა დაინახავთ, მიულოცეთ და ნახავთ, რანაირად უხარია. უზარმაზარი მადლობა თქვენ, ყველას.

როდისმე მივალთ მიზნამდე, რომ ერთ დღესაც ქუჩაში აღარავინ დაიძინებს“, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველაფერი გამოვიდა💫💫😍😍 გვანცას დავუდგით ახალი საცხოვრებელი კონტეინერი და თავისი პატარა სახლი აქვს ❤️ აღარ მოუწევს…

Posted by Akaa Sinjikashvily on კვირა, 20 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g