LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება“ – ილია მეორე

173
BeFunky-collage - 2020-10-14T130246.058

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობა შემთხვევითი არ არის და, მისივე თქმით, “ბევრი მოგვეკითხება.”

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დიდ ხარ შენ, უფალო, საკვირველ არიან საქმენი შენი. ჩვენ ღვთისგან დაჯილდოებული ვართ მრავალი სასწაულით. შემთხვევეით არ არის ის მოვლენა, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, ის ხალენი აქ არის დაკრძალული. შემთხვევით არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, ჩამოტანილი იქნა კვართი მაცხოვრისა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება“, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა მრევლთან კორონავირუსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ  საქართველო დაძლევს ამ განსაცდელს. ილია მეორემ

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა, ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს. იმედია, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დაძლევს ამ განსაცდელს“ – თქვა ილია მეორემ.

 

პატრიარქმა მრევლს მოუწოდა ახალდაარსებულ ფონდში „მოწყალე სამარიტელი“, თუნდაც ერთი ლარი გადარიცხონ, რათა გაჭირვებული ადამიანების დახმარება შეძლონ.
„დაფუძნდა ფონდი „მოწყალე სამარიტელი“ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ვისაც სურს მიიღოს მონაწილეობა, ამ ფონდში თვეში ერთი ლარი შემოიტანოს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ფონდი დაეხმარება გაჭირვებულ სტუდენტებს, გაჭირვებულ ხალხს“, – აღნიშნა პატრიარქმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს. ტაძარში იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და მთავრობის სხვა წევრები.

საქართველოში სვეტიცხოვლობა უქმე დღედ არის გამოცხადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები