LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენ ყველა ერთად დავბრუნდებით აფხაზეთში!” – პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა

2039
307848389_1106287163596526_2741037645378837105_n

საქართველოს პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო ჯილდო ნათია თოდუას პრეზიდენტმა პირადად გადასცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ნათია თოდუამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ამ უდიდესი ჯილდოსათვის და განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის.

,,პირობას ვდებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენ ყველა ერთად დავბრუნდებით აფხაზეთში!”- განაცხადა მომღერალმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები