LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი – პრემიერი

185
IMG-0475

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „თხილის ფესტივალთან” დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლევანდელი პროგნოზი არის დაახლოებით 50 000 ტონა თხილი, რაც დაახლოებით 100 მლნ დოლარის ექსპორტია. პრემიერის განმარტებითვე, თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება.

„საერთოდ, სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდა არის სერიოზული პოტენციალი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ დაიწყო უკვე ატმის მოსავლის აღება, იქ სერიოზული ზრდა გვაქვს ექსპორტში, ფაქტობრივად გავაორმაგეთ, 23 000 ტონაა ექსპორტირებული დაახლოებით, ახლა გვექნება ვაშლი, თხილი, შემოვა რთველი, ასევე ციტრუსები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. გარდა იმისა, რომ ძლიერმა ფერმერმა უნდა იზრუნოს და შეეძლოს ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი, მას შეეძლება უკვე დაასაქმოს სხვა ადამიანები და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g