LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველამ კარგად დაიმახსოვროს, ღირსების შელახვასა და შეურაცხყოფაზე პასუხი იქნება ქართული – ისეთი, რაც დამახასიათებელია ქართველი მამაკაცებისათვის“ – გორდულაძე აბუ-დაბიში მომხდარზე

495
არჩილ გორდულაძე

„როდესაც ოჯახს და საკუთარ დედას გიგინებენ და ქართველი ხარ, რა თქმა უნდა, ამაზე რეაქცია გექნება. რეაქციის ფორმები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ როდესაც ადამიანის ღირსებას შეეხები, ღირსების შელახვასა და შეურაცხყოფაზე პასუხი იქნება ქართული – ისეთი რეაგირება, რაც დამახასიათებელია ქართველი მამაკაცებისათვის“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

ვიდეო: ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – რა კადრებს ავრცელებს ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიდან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებთან გამოეხმაურა. გორდულაძის თქმით, „ის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება დედის შეურაცხყოფა და გინება პრობლემას არ წარმოადგენს, საქართველოში ეს არც არასდროს ყოფილა და არც იქნება“. უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ დედის შეურაცხყოფაზე რეაქცია ყველა ქართველს ექნება:

ვიდეო: ვრცელდება აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ახალი კადრები

სოციალურ ქსელში აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მორიგი ვიდეო ვრცელდება.

„ადამიანებს შეურაცხყოფასთან დაკავშირებით განსხვავებული რეაქციები გვაქვს ხოლმე – ზოგს მოთმენის მეტი შესაძლებლობა აქვს, ზოგს – ნაკლები. როდესაც ოჯახს და საკუთარ დედას გიგინებენ და ქართველი ხარ, რა თქმა უნდა, ამაზე რეაქცია გექნება. რეაქციის ფორმები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ როდესაც ადამიანის ღირსებას შეეხები, ღირსების შელახვასა და შეურაცხყოფაზე პასუხი იქნება ქართული – ისეთი რეაგირება, რაც დამახასიათებელია ქართველი მამაკაცებისათვის.

ის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება დედის შეურაცხყოფა და გინება პრობლემას არ წარმოადგენს, საქართველოში ეს ასე არ არის, არც არასდროს ყოფილა და არც იქნება. დედის შეურაცხყოფაზე რეაქცია ყველა ქართველს ექნება. საერთოდ, უცხო ადამიანის მშობლებს რომ აყენებენ შეურაცხყოფას, მაშინ წამოვენთებით და მაშინ გვაქვს ჩვენ ჩვენი რეაქცია. მოსაწონი და ლამაზი საყურებელია? – არა! არც ის არის მოსაწონი და ლამაზი საყურებელი, როცა ადამიანს დედას აგინებ და ისეთ ბრალდებას წაუყენებ, როგორიცაა სამშობლოს ღალატი.

ვიდეო: „ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის გავცემთ პასუხს! მადლობა გვერდში დგომისთვის!“ – ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძის მიმართვა აბუ-დაბიდან

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუამ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქეებს ძველით ახალ წელს წინასწარ ულოცავენ და დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ.

მით უფრო, ეს მიუღებელია იმ ადამიანებისგან, რომელთაც დაფიქრებაც კი ეზარებათ ან ასეთი დავალება აქვთ მიღებული სხვადასხვა პირებისგან. ყველა ადამიანს მოვუწოდებ სიმშვიდე შეინარჩუნონ, სხვა ადამიანის უფლებებს სცენ პატივი და არავინ არც კი გაივლოს გულში, რომ სხვა ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ, მით უფრო დედა შეაგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა უნდა ელოდოს, რომ რეაგირება, რეაქცია იქნება – ზოგს განსხვავებული პასუხი ექნება, მაგრამ პასუხს ყველა მიიღებს!” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ვიდეო: „ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! მინდოდა მეთქვა რომ ისინი ასე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, ახალი არჩევნებია ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხიდან“ – ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარზე წერს და კადრებს გვიზიარებს

„ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას ეს კარგად იცოდეს ყველამ! პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურს ქართველებისგან!“ – ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g