LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას შვილი შვილია, მაგრამ ჩემს შვილს დღეს მიწა აყრია! მეც მტკივა და გული მეფლითება ჩემს შვილზე.. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმე არ გამოუძიებიათ“ – იზა ომაძე

25122
იზა ომაძე 22

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ყველას შვილი შვილია, მაგრამ მის შვილს დღეს მიწა აყრია“.

იზა ომაძე Facebook-ზე წერს, რომ შვილების კვლა და ბულინგი უნდა შეჩერდეს და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

მისივე თქმით, „შეუძლებელია იმის ყურება, თუ როგორ ხალისდება ძალადობა, შვილების კვლის ხარჯზე“.

„ჩემი შვილიც, შენი შვილიც და იმის შვილიც შვილია, მაგრამ ჩემს შვილს დღეს მიწა აყრია❗️❗️❗️
არის პერიოდები განსაკუთრებით ჩემს შემთხვევაში, მაქსიმალურად რომ ვცდილობ თავი შევიკავო და დედის ამპლუიდან არ გამოვიდე, მაგრამ ეს თემა სწორედ ის თემაა, რომელზეც ნამდვილად შემიძლია ხმამაღლა ვიყვირო და კიდევ ერთხელ გავაგონო ყველას❗️

ყველას შვილი შვილია ❗️❗️❗️❗️

ძვირფასი შვილი იყო ჩემი ნიკოც, რომელიც ქალაქის ცენტრში ჰაერში ამიფრინეს❗️ ❗️❗️

ამ გაუბედურებულ ყოფაში ადამიანებს ავიწყდება ყველაფერი და მინდა მთელს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმე არ გამოუძიებიათ, ახალგაზრდების დიდი ნუსხა ჩამომითვალეს და ორი უპატრონო, უსულო არსება როგორც განტევების ვაცი ჩასვეს საპყრობილეში❗️ არც ის ახალგაზრდები და არც კიდევ ისინი, ვინც საკინძეზე ამიკინძა საქართველოს პროკურატურამ ჩემს შვილს არც და ვერც ესროდნენ❗️❗️❗️

დღემდე მეც ვითხოვ ჩემს შვილზე პასუხს, რატომ?

იმიტომ ხომ არა, რომ მისი გონების და აზროვნების ვიღაცას შეეშინდა❗️

იქნებ მედია პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს ხელისგულზე გიდებდა ის გახდა საშიში❗️❗️❗️❗️
ვის ეზედმეტა, ვის შეუშალა, სად გადაკვეთა? დიახ მეც ვითხოვ პასუხს❗️

მეც მტკივა და გული მეფლითება ჩემს შვილზე❗️

სამწუხაროა რომ ყველას მარტო თავისი შვილი სტკივა, ამიტომაც მივედით ასეთ უფსკრულამდე❗️

შვილების კვლა და ბულინგი უნდა შეჩერდეს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის❗️

შეუძლებელია ყურება იმისა თუ როგორ ხალისდება ძალადობა, ჩვენი შვილების კვლის ხარჯზე❗️

P.S. ჩემი შვილიც, შენი შვილიც და იმის შვილიც შვილია, მაგრამ ჩემს შვილს დღეს მიწა აყრია❗️❗️❗️“, – წერს იზა ომაძე.

 

⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️ჩემი შვილიც, შენი შვილიც და იმის შვილიც შვილია, მაგრამ ჩემს შვილს დღეს მიწა…Posted by Iza Omadze on Saturday, 1 July 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g