გამოცემა Daily Mail-მა კომპანია Rakuten-თან ერთად ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი ბავშვი გამოავლინა. რეიტინგის პირველი ადგილი არავის დაუთმო ბექჰემების ოჯახის უმცროსმა წევრმა, ჰარპერმა. მან დამაჯერებლად ჩამოიტოვა უკან პრინცი ჯორჯი, რომელიც მეორე ადგილზე განთავსდა.
რეიტინგის მესამე პოზიციაზე 13 წლის რომეო ბექჰემი, ხოლო მეხუთეზე 11 წლის კრუზი მოხვდნენ. მეოთხე ადგილი კი 11 თვის პრინცესა შარლოტამ დაიკავა.
გამოკითხვაში მონაწილეობა 2000-მდე ადამიანმა მიიღო, მათ შორის 12 წლამდე ასაკის ბავშვებმაც. ექსპერიმენტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ საკუთარი პატარებისთვის ტანსაცმლის ყიდვის წინ, მშობლები უინძორებისა და ბექჰემების ბავშვების ჩაცმულობას ითვალისწინებენ.

