LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მძლავრი სერიული Ferrari-ს მძღოლი ერთდროულად 5 მანქანას დაეჯახა და გაიქცა

59
ferrari

მასშტაბური ავარია დიდ ბრიტანეთში მოხდა. წითელი Ferrari SF90 Stradale-ს მძღოლი მართვას ვერ გაუმკლავდა და ერთდროულად 5 დაპარკინგებული მანქანა დააზიანა. ინციდენტის შემდეგ სუპერქარის მძღოლმა ტერიტორია სწრაფად დატოვა. ადგილობრივი პოლიცია მას აქტიურად ეძებს და მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება დაზიანებულ სუპერქარს, მაშველებმა ის ქალაქიდან ცოტა მოშორებით იპოვეს. მანქანა მაშინვე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, მძღოლს კი ეძებენ. თუკი მოდელის ექსკლუზიურობას გავითვალისწინებთ, მისი მეპატრონის ვინაობის დადგენა რთული სულაც არ უნდა იყოს.

Ferrari SF90 Stradale ბრენდის ყველაზე მძლავრი სერიული მოდელია. სუპერქარი ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი და 1000 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. პირველ 100 კმ-ს მოდელი 2,5 წამში ავითარებს, ხოლო 200 კმ-მდე გახურება 6,7 წამში შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები