ფრანგულმა პოლინეზიამ გადაწყვიტა, ქვეყანაში შემოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა წელიწადში 280 ათასამდე შეზღუდოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
The Reader’s Choice Awards-ის პრემიის ვერსიით, მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანამ გადაწყვიტა მოგზაურთა დიდი რაოდენობა თავის საზღვრებში აღარ დაუშვას. კურორტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ვიზიტორთა რაოდენობაზე მსგავსი ლიმიტის დაწესება ტურიზმის სფეროს ბევრად უფრო „ინკლუზიურს და ეკოლოგიურს“ გახდის.
ამიერიდან წყნარ ოკეანეში მდებარე სახელმწიფოს წელიწადში მხოლოდ 280 ათასი დამსვენებელი ეწვევა. საინტერესოა, რომ სწორედ ამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ დროისთვის კუნძულებზე.