LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ყვითელი მარშუტკები“ შესაძლოა საქართველოში წარმოებულმა მიკროავტობუსებმა ჩაანაცვლოს

1649
მიკროავტობუსები

თბილისის მერია “თბილისის მიკროავტობუსისგან” ავტოპარკის სრულად ჩანაცვლებას ითხოვს.

“მიკროავტობუსების დიდ რაოდენობას, ფაქტობრივად, რესურსი ამოწურული აქვს, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენ კომპანიას აუცილებლად დავავალდებულებთ, რომ განახორციელონ ამ მიკროავტობუსების ჩანაცვლება ახლით. გვინდა, რომ 2020 წლისთვის მიკროავტობუსები მთლიანად იყოს ჩანანაცვლებული“- განაცხადა კახა კალაძემ

მისივე თქმით, ყვითელი მიკროავტობუსები შესაძლოა “ფორდის” ფირმის ახალმა მიკროავტუბუსებმა ან საქართველოში წარმოებულმა ბრენდმა “ელვამ” ჩაანაცვლოს.

,,რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია კომპანაისთან და ისინი წინააღმდეგები არ არიან. არის რამდნეიმე შეთავაზება. ერთი არის “ფორდის” ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა კომპანიის მხრიდან და მეორე – საქართველოში წარმოების დაწყება”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ვიდეომიმართვისას მაგალითისთვის, აჩვენა 17-ადგილიანი, ლურჯი მიკროავტრობუსი, რომლის წარმოებაც შესაძლოა დაიწყოს საქართველოში. კალაძის ინფორმაციით, კომპანია ქართულ ბრენდში, სახელწოდებით “ელვა”, 30 მლნ დოლარის ინვესტიციას გეგმავს.

“ყველანაირად აღჭურვილია, შშმ პირთათვის და მგონია, რომ ძალიან კომფორტულია. თუ კომპანია მოახერხებს ამ მიკროავტობუსების აქ წარმოებას, მისასალმებელი იქნება. შეიქმნება სამუშაო ადგილები.

დაველოდოთ წინადადებას “ფორდისგანაც” და შემედგ მივიღოთ გადაწყვეტილება. საქართველოში წარმოებას მივესალმებით, მაგრამ არ ვიჩქაროთ და რომელიც საუკეთესო ვარიანტი იქნება, თქვენთან შეკითხვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”- განცხადა კალაძემ

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/393864904885177/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები