LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ ანჯაფარიძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებაზე რატომ არ იღებენ ხმას სამშვიდობო საკითხებზე და კონფლიქტების მოგვარებაზე მომუშავე ენჯეობი?! მეორე საკითხია, როგორ ბედავენ ამ თემაზე საუბარს “ნაცმოძრაობა” და მისი ანასხლეტები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ თითქმის უკვე შემორიგებულ ოსებთან ხელახლა გაეღვივებინათ კონფლიქტი!

185
2024-09-12_20-38-05_399334

„იცით რა მიკვირს? ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ ცნობილ განცხადებაზე, რომელსაც ამხელა წიკვინი მოჰყვა ადგილობრივი “ომის პარტიის” და მისი განშტოებების მხრიდან, რატომ არ იღებენ ხმას სამშვიდობო საკითხებზე და კონფლიქტების მოგვარებაზე მომუშავე ის ენჯეობი, რომლებიც ამაში უცხოურ გრანტებს იღებენ?! ეს ხომ თქვენი თემაა ბატონებო! როგორ გინდათ დაძრათ ადგილიდან პრობლემა?“ – ამის შესახებ წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ის სვამს კითხვას, როგორ წარმოუდგენიათ კონფლიქტებსა და სამშვიდობო სფეროში მომუშავე არასამთავრობოებს აღნიშნული საკითხის მოგვარება.

ექსპერტი ასევე სამარცხვინოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ “ნაცმოძრაობა” ამ თემაზე საუბარს ბედავს, ვინაიდან მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ თითქმის უკვე შემორიგებულ ოსებთან ხელახალი კონფლიქტი გაეღვივებინათ.

“იცით რა მიკვირს ? ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ ცნობილ განცხადებაზე, რომელსაც ამხელა წიკვინი მოჰყვა ადგილობრივი “ომის პარტიის” და მისი განშტოებების მხრიდან, რატომ არ იღებენ ხმას სამშვიდობო საკითხებზე და კონფლიქტების მოგვარებაზე მომუშავე ის ენჯეობი, რომლებიც ამაში უცხოურ გრანტებს იღებენ?! ეს ხომ თქვენი თემაა ბატონებო! როგორ გინდათ დაძრათ ადგილიდან პრობლემა? როგორ წარმოგიდგენიათ კონფლიქტის მოგვარება, თუ მონაწილე მხარეებმა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა არ აღიარეს? თუ იმდენად მიეჩვიეთ თქვენთვის კომფორტულ “სტატუს ქვოს,” რომ ერთი ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა და სიტყვის თქმა არ გინდათ? შერიგება ხომ შეცდომების აღიარებით და თუ საჭიროა ბოდიშის მოხდით იწყება! მეორე საკითხია, როგორ ბედავენ ამ თემაზე საუბარს ნაცმოძრაობა და მისი ანასხლეტები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ თითქმის უკვე შემორიგებულ ოსებთან ხელახლა გაეღვივებინათ კონფლიქტი! აი ესაა სამარცხვინო!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g