LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ ანჯაფარიძე მაკკეინის ინსტიტუტის შეფასებაზე: მინდა ვკითხო აქედან საქართველოს სამოქალაქო სექტორს – ეს მხოლოდ რამდენიმე თქვენი NGO-ს მოთხოვნაა, თუ მთელი სამოქალაქო სექტორი იზიარებს მათ მოთხოვნას, რომ საქართველოს მოქალაქეები დაისაჯონ ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმებით?!

111
ზაალ ანჯაფარიძე

როგორც ჩანს, აღნიშნული NGO-ები ასე უხდიან სამაგიეროს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ვერ აიყოლიეს ხელისუფლების დამხობის რევოლუციურ სცენარში ისე როგორც მათ და მათ პატრონებს სურდათ, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მაკკეინის ინსტიტუტის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ შეფასებას, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი.

ექსპერტის თქმით, ბოლო კითხვებიც ქრება იმასთან დაკავშირებით თუ სინამდვილეში ვინ და როგორ ერევა არჩევნებში და ცდილობს მათთვის სასურველი შედეგის მოდელირებას, სწორედ ზემოთ ხსენებული დამსჯელი მექანიზმებით.

“მინდა ვკითხო აქედან საქართველოს სამოქალაქო სექტორს – ეს მხოლოდ რამდენიმე თქვენი NGO-ს (ყველა ვხვდებით ვინც) მოთხოვნაა, თუ მთელი სამოქალაქო სექტორი იზიარებს მათ მოთხოვნას, რომ საქართველოს მოქალაქეები დაისაჯონ ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმებით?! გამოდით და დააფიქსირეთ პოზიცია. როგორც ჩანს, აღნიშნული NGO-ები ასე უხდიან სამაგიეროს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ვერ აიყოლიეს ხელისუფლების დამხობის რევოლუციურ სცენარში ისე როგორც მათ და მათ პატრონებს სურდათ. მე მგონი უკვე ბოლო კითხვებიც ქრება იმასთან დაკავშირებით თუ სინამდვილეში ვინ და როგორ ერევა ჩვენს არჩევნებში და ცდილობს მათთვის სასურველი შედეგის მოდელირებას, სწორედ ამგვარი დამსჯელი მექანიზმებით. სხვა რაღა დარჩათ!!”- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g