LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ კოკაია: „გადაცემაში მოგყავთ „პროფესიონალი ანტივაქსერი“ და საზოგადოებას ასმენინებთ ყოვლად დაუსაბუთებელ, მეცნიერულად არაადეკვატურ და მავნებლურ განცხადებებს კოვიდაცრების შესახებ…“

5966
zaali345

ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში „პრაიმშოუს“ ვაქცინაციისადმი მიძღვნილ გადაცემას ეხმაურება და მიმართავს ჟურნალისტებს, რომლებსაც, მისი თქმით, ეთერში ანტივაქსერები მოჰყავთ.

ზაალ კოკაია:

„ქართულ ტელევიზიებს და ჟურნალისტებს!

მე აბსოლუტურად იმის მომხრე ვარ, რომ ყველანაირ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ როდესაც გადაცემაში მოგყავთ „პროფესიონალი ანტივაქსერი“ და საზოგადოებას ასმენინებთ ყოვლად დაუსაბუთებელ, მეცნიერულად არაადეკვატურ და მავნებლურ განცხადებებს კოვიდაცრების შესახებ, კეთილი ინებეთ და დაუპირისპირეთ კვალიფიციური და მცოდნე სამეცნიერო და სამედიცინო განათლების და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც არ მისცემს უფლებას, ფსევდო და მცდარი ინფორმაციით შეცდომაში შეიყვანოს აცრებისადმი ისედაც სკეპტიკურად განწყობილი მოსახლეობა!“

ეკატერინე ბერიშვილი: „ეს ქალბატონი არის ჩვეულებრივი მჩხიბავი, შარლატანი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მედიცინასთან და მით უმეტეს, მეცნიერებასთან“

ქეთი ლობჟანიძე თინა თოფურიაზე: „რამდენი ბავშვი გაწირა, დავიწყებული დაავადებები შემოაბრუნა, რომ ჯიბე გაისქელოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g