LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაგრები გახდება მსოფლიოში პირველი დედაქალაქი, სადაც უპილოტო ტაქსი ამუშავდება

48
zagrebnews

ზაგრები გახდება მსოფლიოში პირველი ქალაქი, სადაც უპილოტო ტაქსის სერვისი ამუშავდება. ინოვაციური სიახლე 2024 წლიდან დაინერგება.

უპილოტო ელექტრომობილებს დისტანციურად, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მართავენ. ავტომობილში ჩამონტაჟებული კამერა და გადამცემები მარშრუტის შედგენასა და ანალიზზე იქნება პასუხისმგებელი. გადამცემების მეშვეობით უპილოტო ტაქსი სავალ ნაწილს დაასკანერებს და უძრავ თუ მოძრავ ობიექტებს დააფიქსირებს.

უპილოტო ტაქსის პირველ სამუშაო პროტოტიპს საზოგადოება უკვე ამ წლის ბოლოსთვის იხილავს.

მას შემდეგ რაც ციფრული სისტემა ზაგრებში ამუშავდება, მასში ევროპის სხვა 20 ქალაქიც ჩაერთვება.

უპილოტო ტრანსპორტის გაშვებას გეგმავენ სხვა ევროპულ ქალაქებშიც. გასულ წელს უპილოტო ავტობუსები გამოჩნდნენ ტარტუში (ესტონეთი), კოპენჰაგენსა და ბერლინში. წელს კი ამსტერდამის არხებში უპილოტო ნავები დააფიქსირეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები