ირანული ავიაკომპანია Zagros Airlines საქართველოს მიმართულებით ზრდის რეგულარული ფრენების სიხშირეს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაშ,ი თეირანი-თბილისი-თეირანის საჰაერო ხაზზე ფრენებს ნაცვლად 2 სიხშირისა, კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს. აღნიშნული მიმართულებით ყოველდღიურ მიმოსვლაზე ავიაკომპანია დღეიდან გადადის. ავიარეისები A320 და MD 80-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ირანულ ავიაკომპანიას ახალი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა 15 მაისს მიენიჭა.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Zagros Airlines საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა.