LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: „ფარცხალაძის თემა რადიკალებმა და მერე მათმა პატრონებმა წამოწიეს – რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თუ იტყვის რაღაცას ან თეთრი სახლი, აპრიორი მართალია?! მოსამართლეებზე ხომ შეცდნენ?!“

149
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტი შეცდომაშია შეყვანილი“. ირაკლი ზარქუას მტკიცებით, „ფარცხალაძის თემა რადიკალებმა წამოწიეს“.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა ჩვენი მოსამართლეები. კითხვა რომ დავუსვით – „აბა არგუმენტი გვითხარით, იქნებ მართლები ხართ“, ვერ წარმოადგინეს და თქვეს, აი, კაპიტანი გიგაური და ლომჯარია რომ ასაჯაროებდნენ და პოლიტიკური დევნა ჰქონდათ მათი, ვინც არ მოსწონდათ – მოსამართლეები, ადვოკატი, თანამდებობის პირი, ამის საფუძველზეო თქვეს. არსად წერია ფარცხალაძეზე კონკრეტული არგუმენტი.

„ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი მონა „ფსბ“-სთან ერთად საქართველოში ანტიდასავლური მოქმედებებისთვის დაასანქციერეს - ბევრის ადგილას შემეშინდებოდა“ – ხოშტარია ფარცხალაძეზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ცალკე გამოყოფილია თავი რუსეთის მავნებლურ გავლენაზე საქართველოში, სადაც სწორედ ოთარ ფარცხალაძე არის მხილებული“. - წერს ხოშტარია.

ბატონ ფარცხალაძეს არც ვიცნობ, მაგრამ რასაც ვუყურებ, როგორც მესამე თუ ნეიტრალური ადამიანი რომ აკვირდება, ე.ი მაგათ დროს რომ თანამდებობაზე იყო, არც გახსენებია არავის არც ქურდობა, არც ძველი ბიჭობა, არც მაფიოზობანა, არც აგენტობა, მაგრამ ახლა თურმე მიუღებელია, ეს ხომ ორმაგი სტანდარტია.

სოზარ სუბარი: ფარცხალაძის სანქცირების დაკავშირება ქართულ პოლიტიკასთან და ქართულ საზოგადოებაზე გავლენასთან, გამოგონილი ბრალდებაა

ის ადამიანი არც ვიცი, საქართველოში ცხოვრობს თუ არა, არ ცხოვრობს საქართველოში და ახლა წამოატივტივეს, უნდათ პროკურატურაზე და სასამართლოზე გაილაშქრონ, ამიტომ სჭირდებათ ახლა ფარცხალაძე და წამოსწიეს ეს თემა რადიკალებმა და ამათმა პატრონებმა მერე. სახელმწიფო დეპარტამენტი შეცდომაშია შეყვანილი. რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თუ იტყვის რაღაცას ან თეთრი სახლი, აპრიორი მართალია?! მოსამართლეებზე ხომ შეცდნენ?!“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

„ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა“ – ოთარ ფარცხალაძის პირველი კომენტარი დასანქცირების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g