„როგორც ჩანს, მზადებაა, რომ შედეგი დაიდოს, მე კი ვეტყვი, რომ შედეგს ვხედავთ და ძალიან მოხარული ვართ – მადლობა ბატონ მერაბიშვილს, ჩემს „ხაბეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულის ძალაა.
როგორც ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას „მერაბიშვილის ბრძნული აზრები და სახელმწიფოებრივი ხედვა არ მოუსმენია, მაგრამ როგორც ჩანს, მზადებაა, რომ შედეგი დაიდოს.“
„მე კი ვეტყვი, რომ შედეგს ვხედავთ და ძალიან მოხარული ვართ, რომ მთავარი ოპოზიციურ პარტიას, როგორიც არის განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ , განახლების სიმბოლო მერაბიშვილი წარმოადგენს, მადლობა, ძალიან მაგარია.
ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმის ერთ-ერთი არქიტექტორი გახლავთ.. დანაშაულები, რაც ჩაიდინა, არ აძლევს მორალურ უფლებას, იყოს აქტიურ პოლიტიკაში - პაპუაშვილი მერაბიშვილზე
აუცილებლად უნდა დააკვირდნენ და შეაფასონ ყველა ადამიანი, ვინც ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურად ჩამოართმევს ხელს.
რას ელოდებიან არ ვიცი, 10 კაცამდე ჩამოვიდნენ, ჟურნალისტები უფრო მეტი იყავით აქციაზე და კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ მერაბიშვილს, ჩემს „ხაბეს.“ ეს ძალა წარსულია, მათ შორის მათი მხარდამჭერებისთვისაც, „ნაციონალური მოძრაობასაც“ თვითონ არ აინტერესებს თავის განახლებული პარტია და მე კომენტარები რატომ გავაკეთო?
სადაც კეზერაშვილი და მერაბიშვილი იქნებიან, ის ძალა დამთავრებულია, თუ გინდა პარტიამ დაასრულოს პოლიტიკური მოღვაწეობა, ეს ორი ადამიანი უნდა ჩასვა, „ხაბე“ მეცოდება, ჩემი „ხაბე“, რამდენი იწვალა აქამდე მოსულიყო და მელიას შედეგი სანატრელი გაუხდათ, მელიას ბოლოს 18 კაცი მისდევდა და ამათ 10 ჰყავდათ.“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
კალაძე: ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობას“ მეტეორი მოხვდა
