LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში კელი დეგნანი უნდა ვცნოთ დამნაშავედ

125
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

„სამწუხაროა, ქალბატონი კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ – ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში ქალბატონი კელი უნდა ვცნოთ დამნაშავედ,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა და აღნიშნა, რომ  საქართველოს „სენატორებიც აშავებდნენ და სააკაშვილზე ზღაპრებს ჰყვებოდნენ“.

კალაძე: კეთილი ინებოს ყველამ და ბოდიში მოიხადოს, მათ შორის, ევროპარლამენტარებმა

„ვისურვებდი, საელჩოს წარმომადგენლები, როცა ევროპარლამენტარები ჩემს ქვეყანას ასე ურცხვად უტევდნენ და რომელშიც ფული იყო გადახდილი, გამოსულიყვნენ და დაეგმოთ, ეთქვათ, რომ ეს ასე არ არის, რადგან ჩვენ გვჯერა, გვწამს და იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან.

საელჩო: თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში

„მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა“

სამწუხაროა, ქალბატონი კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ – ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში ქალბატონი კელი უნდა ვცნოთ დამნაშავედ, მან ვერ გაართვა თავი სამწუხაროდ, პირიქით, მან შეძლო, მოახერხა და პოლარიზაცია უფრო გააღრმავა ქართულ საზოგადოებაში მისი არასამართლიანი, არაჯანსაღი ჩარევებით თუ განცხადებებით. ეს პირდაპირ უნდა ითქვას!

ზარქუა: პატივცემულო ევროპარლამენტარებო, ზაფხულია, დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს სახელმწიფოებს, სადაც ინფლაცია მაღალია, უამრავი გამოწვევაა

მაშინ, როცა მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ სააკაშვილის ოჯახი მილიონებს იხდიდა, რომ ევროპარლამენტარებს ჩვენი ქვეყანა გაეშავებინათ, კითხვა ელჩს რომ დაუსვეს ამაზე, არ ვიცი, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობო, ეს არ არის სწორი, ადეკვატური მიდგომა.

„საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში…უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური” – კელი დეგნანი

პირიქით, ის უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ქართული დემოკრატიის რეფორმების შედეგების, მიღწევების დამცველი. სენატორებიც, მათ შორის, ჩვენს ქვეყანას აშავებდნენ და სააკაშვილზე რაღაც ზღაპრებს გვიყვებოდნენ,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g