„თორნიკე არის ძალიან მაგარი მენეჯერი, ძალიან მაგარი ბიჭი, რომელსაც უყვარს აჭარა, საქართველო და ყველაფერს აკეთებს, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს და ამავე დროს, განავითაროს ქვეყანა“, – ამის შესახებ „ ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რითაც იგი რიჟვაძის ოპოზიციისადმი შეურაცხმყოფელ მიმართვებს გამოეხმაურა.
ვიდეო: „ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ, ჭორიკნები“ - რიჟვაძე ოპოზიციას
"შე უზრდელო ბავშვო, წესიერად ილაპარაკე, უზრდელი ხარ, ვიღაც. სირცხვილია, შენ ხელში რომ აჭარის მთავრობაა, წადი ექსპერტებს ელაპარაკე, ომი ვინ დაიწყო", - უპასუხეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა რიჟვაძეს.
„ვინც ჭორაობს, ჭორიკანაა აბა რა არის?! არა მხოლოდ აჭარაში არიან, ჩვენთანაც სხედან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები… არ მომწონს, მაგრამ რომ იტყუება და ვერ ამტკიცებს რა ჰქვია იმ ადამიანს.“– განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თორნიკე რიჟვაძე: „ნაცმოძრაობას“ რომ მოვწონდე, აჭარაში აღარ ვიცხოვრებ, ეს იცოდეთ ძალიან კარგად