LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა უსუფაშვილს: „ბატონო დავით, როდის იყავით ბოლოს ჩხოროწყუში ან ზუგდიდის პრობლემებით როდის დაინტერესდით?! – ეტყობა „მუსტანგით“ წინასაარჩევნოდ „გაიკატავეთ“

186
ირაკლი ზარქუა და დავით უსუფაშვილი

„ბატონო დავით, როდის იყავით ბოლოს ჩხოროწყუში ან ზუგდიდის პრობლემებით როდის დაინტერესდით?! – ეტყობა „მუსტანგით“ წინასაარჩევნოდ გაიკატავეთ – ჩხოროწყუს მაჟორიტარი რომ იყოთ ან სიაში დელეგატად ეწეროთ, პასუხისმგებლობა მეტი გექნებოდათ!“ – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, „ლელოს“ წევს დავით უსუფაშვილს მიმართა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ის, ვინც პარტიის საარჩევნო სიაში კონკრეტული მუნიციპალიტეტის „დელეგატად“ იქნება მიწერილი, მუნიციპალიტეტზე უფრო მეტად იქნება პასუხისმგებელი, ვიდრე დანარჩენი 149 დეპუტატი.

„ვისაც მაჟორიტარის გზა არ გაუვლია, კარგად არა აქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს მაჟორიტარობა. კანონში დაგეგმილი ცვლილებები მოსახლეობისთვის არის კარგი, რადგან შესაძლებელია, რომ პარლამენტში ერთ საარჩევნო ოლქიდან მმართველი პარტიის და ოპოზიციის დელეგატები მოხვდნენ და მათ ეყოლებათ არა ერთი, არამედ რამდენიმე წარმომადგენელი პარლამენტში. თუკი მიგაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა პარტიისთვის არის გამარჯვების ფაქტორი, თქვენც გყავდეთ დელეგატები!“ – მიმართა ზარქუამ უსუფაშვილს. 

ინფორმაციისთვის, პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ცხარე დისკუსიის საგანი „ქართული ოცნების“ მიერ „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები გახდა, რომლის თანახმადაც, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

„ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკი და თვალთმაქცობა, რომელიც წარმომადგენლობითი დემოკრატიის ყველა პრინციპს თავდაყირა აყენებს – წარმოდგენილი ცვლილება მხოლოდ პარტიული ელიტის ინტერესებს ემსახურება!“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

ფოტოები: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g