„სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე ზის“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა უშიშროების საბჭოს შეკრებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„აბსოლუტურად ვიზიარებ ირაკლი კობახიძის ნააზრევს..
ალბათ, ყოველ შემთხვევაში, მე კიდევ მაქვს იმედი, რომ გონს მოეგება [პრეზიდენტი] და მსგავსი განცხადებებისგან, როგორც მინიმუმ, თავს მაინც შეიკავებს.
არ შეიძლება ასეთი ლაპარაკი. ეს გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის ჩვენს ევროპულ მომავალთან“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უშიშროების საბჭოს მოწვევა მოითხოვა.
აღნიშნულს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.