LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ოქუაშვილი უნდა მოიწამლოს ლონდონში, კომაში იყოს, შემდეგ კი აღსდგეს – ქანთარიას სცენარი

110

როგორც იქნა, სერიალში, რომელსაც „რუსთავი 2″ წარმოადგენს, გამოჩნდა სამართლიანობისთვის მებრძოლი, ტანჯული, წამებული, ხალხზე მზრუნველი და 4 მილიონწართმეული გმირი. გარკვეულწილად შეიკრა სულთამხუთავ მებრძოლთა, ბოროტმოქმედთა წრე – სააკაშვილი, ოქუაშვილი, “რუსთავი 2” და “ნაციონალური მოძრაობა”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.

„ვთავაზობ სცენარისტებს უფასო სცენარს: ამის შემდეგ ნოვიჩოკით ან რაიმე უცხო ნივთიერებით მოიწამლოს ზაზა ოქუაშვილი ლონდონში, კომაში იყოს მოთავსებული საავადმყოფოში და 27 ოქტომბერს აღსდგეს და გვამცნონ, რომ მოდის და უერთდება გრიგოლ ვაშაძეს გაყალბების წინააღმდეგ. ეს არის მთელი ამ ამბის ავან-ჩავანი.

გამოძიება დაწყებულია და ის უნდა გაგრძელდეს. თუმცა, ამ სერიალს, რომ სჭირდებოდა ასეთი გმირი, ამას დიდი მკითხავი არ სჭირდებოდა. მეორე სეზონში ვინ როგორ იქნება – ლევან ყიფიანი მონასტერში იქნება მამა ლეონიდეს სახელით თუ ფარცხალაძე მისი ძმა აღმოჩნდება, ამას ჩვენ ვნახავთ,“ – განმარტა ქანთარიამ.

მისივე შეფასებით, „ეს ყველაფერი არის არც თუ ნიჭიერად გაკეთებული ჩანაწერები“.

„თურმე 5 წლის წინ, 1905 წელში გაუტყავებიათ ოქუაშვილი. გადასახედებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. თურმე კაცი პატიოსნად იხდის გადასახედებს და დააწვნენ. ბიძინას თურმე 4 მილიონი ჰაერივით სჭირდებოდა. თქვენ 4 ლარისთვის გაისვრით ხელს სადმე? 4 მილიონი მილიარდერისთვის ფაქტობრივად, იგივეა. ის აკეთებს ამდენ ქველმოქმედებას და 4 ლარი გამოსწოვა თურმე ასეთ ტანჯულ პერსონას. საგამოძიებო ორგანოებმა აუცილებელია ბრაზილიური სერიალების მოყვარულ ხალხს აჩვენონ, რომ ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი,“ – აღნიშნა ქანთარიამ.

mazda magti 5g